ქუთაისში, თაბუკაშვილის 86-ში კერძო სახლი სტიქიის შედეგად დაზიანდა.
ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ კერძო ბინას კედლის ნაწილი ჩამოეშალა, დაზიანებულია საყრდენი იატაკი. შემთხვევა გუშინ, საღამოს 11 საათზე მოხდა. სახლში 2 მცირეწლოვანი და ოჯახის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
“საღამოს 11 საათი იქნებოდა. სახლში მე, ბებო და ბავშვები ვიყავით. გამოსვლა მოვასწარით. სახლი საცხოვრებლად აღარ ვარგა. არავინ დაშავებულა. ძალიან შეგვეშინდა,”-აცხადებს დაზარალებული ეკა ხეცურიანი.
ადილზე მივიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ქუთაისის მერის განცხადებით, დაზარალებულების დასახმარებლად თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. პირველ ეტაპზე ოჯახს ქირით სხვა საცხოვრებელ სახლში გადაიყვანენ.