ქუთაისში ცენტრალური ბაღის რებილიტაციისათვის მერია

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს. “ჩვენი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების ჩართულობა ცენტრალური ბულვარის შემადგენელი ელემენტების დიზაინის შერჩევაში (მაგ. შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი). წარმოდგენილია ბულვარის პროექტის რენდერები და ბულვარის შემადგენელი ელემენტების ალტერნატიული ვარიანტები. ხმის მისაცემად გამოიყენება სასურველი ელემენტებზე (მაგ. შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) მონიშვნის ფუნქცია. ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტის ასახვა მოხდება ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.”- აცხადებენ მერიაში.

მოქალაქეებს ხმის მიცემა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გამოკითხვა

ცენტრალური ბულვარის პროექტის ნახვა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი  – https://kutaisi.gov.ge/sites/default/files/project_photos.pdf?fbclid=IwAR0H5rc0V8O05JrdPUQNxkdXJlAdy_2P7_FeHoKPUK7pzBvP2BrJOO2Nu-Q

შეგახსნებთ, ცენტრალური ბაღი სრულად რეაბილიტირდება. ბეტონის დეკორატიული ფილები შეიცვლება, განახლდება ძელსკამები, პარკში არსებულ კაფე. ასევე განახლდება პარკში შესასვლელიც, რეაბილიტირდება კოლონადა და ბორდიულები. იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლაც. დასუფთავდება ბაღში არსებული ძეგლები და დამთვალიერებლებს ინფორმაციის მიღება ფირნიშების მეშვეობით შეეძლებათ. შადრევანი ისტორიულ იერსახეს დაუბრუნდება. გაზონებზე ახალი სხვადასხვა ფერის მცენარეები განთავსდება. გადაიბელება ხეებიც. ბაღში იმუშავებს უფასო wi-fi , დამსვენებლებისათვის მუსიკის მოსმენაც იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *