გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“
(DGG), დანიის მთავრობის დაფინანსებით, გეგმავს დახმარება გაუწიოს ქუთაისის მერიას ქალაქის ცენტრალური/ისტორიული უბნის შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებაში. დახმარების მიზანია საჯარო სერვისების ხარისხისა და მათზე მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისათვის ხელშეწყობა, კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსება მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
დახმარების ფარგლებში მოხდება:
1) ქუთაისის ცენტრალურ/ისტორიულ უბანში, სადაც ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობაა განთავსებული, შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა, მათი მოგვარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და ამ პრობლემების შესაბამის რუკაზე დატანა;
2) უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები;
UNDP DGG-ის მხარდაჭერის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ, განსაზღვრული ადგილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, გარემოს შშმ პირებზე ადაპტირებისთვის საჭირო თანხებს ქუთაისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გამოყოფს. ამავე დროს, ქუჩების უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სამომავლოდ ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში გაითვალისწინებს, მერიას საშუალებას მისცემს პროცესი უფრო ეფექტიანი გახადოს.
შედეგად, გაუმჯობესდება საჯარო სერვისების ხარისხი და მათზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობა.
ამ მიზნით, 15 თებერვალს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ გუნდი და ექსპერტთა ჯგუფი საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძესთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოსთან.
შშმ პირთა დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომას დაესწრებიან ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.UNDP DGG-ის წარმომადგენლები.არქიტექტორები..შშმ პირთა საჭიროებაზე გარემოს ადაპტირების ექსპერტები შპს ,,სტანდარტის” წარმომადგენლები
ფოტო: “Newpress”