წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. პროექტს
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს და მისი ღირებულება მილიონ 679 ათას 894 ლარია.
შადრევნების რეაბილიტაცია მის სრულად აღდგენას მოიცავს. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მუსიკალური შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მის სრული რეაბილიტაცია აქამდე არ მომხდარა. სამუშაოები წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა დაათვალიერა. მისივე თმით, პროექტის განხორციელების შედეგად მწვანე ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ტურისტებისთვის კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
წყარო/ფოტო: წყალტუბოს მაჟორიტარის ოფიციალური გვერდი.