ხონის მერიის ინფორმაციით, კომპანია “ბლუბერი გარდენი” ხონის მუნიციპალიტეტში 236 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაციებს გააშენებს.
წარმოდგენილი იქნება საადრეო და საგვიანო თანამედროვე ჯიშები, რომლებზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება მოცვის პირველადი გადამუშავების საწარმო და განვითარდება სამაცივრე მეურნეობა.
“ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი მოცვის პლანტაცია, სადაც მუდმივად დასაქმებული იქნება 80-მდე, ხოლო სეზონურად 1000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. დაინტერესების შემთხვევაში ადგილობრივები გაივლიან გადამზადების კურსებს და მიიღებენ შესაბამის გამოცდილებას, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარებისა და დამოუკიდებლად მეწარმეობის დაწყებისთვის დამატებითი შანსი და სტიმულია,”-აცხადებენ მერიაში.
ჯამში 20 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება.
ფოტო:ინტერნეტ სივრცე