ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.
ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.