საქართველოში ყველაზე მაღალი დროშა ქუთაისში განთავსდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
“ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინდური დეველოპერული კომპანია “სითი ქონსთრაქშენის” წარმომადგენლები მიიღო. კომპანიამ ქუთაისს საჩუქრად დროშა გადასცა, რომლის სადგარი უკვე ჩამოტანილია ქუთაისში და ის ქალაქის ერთ ერთ შემოსასვლელში განთავსდება. მისი სიმაღლე 46,5 მეტრია და ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში.”- წერია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ,ადგილობრივმა თვითმმართველობამ დროშის ტარის მოსაწყობად ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. დროშის დგარის განთავსება პირველად ნიკეას ქუჩაზე, შემდეგ კი ბაგრატის ტაძრის ეზოში იგეგმებოდა, თუმცა ტენდერი ორივე შემთვევეაში ჩაიშალა.