წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.
ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
,,ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 800 000 ლარია. შადრევნების რეაბილიტაცია მოიცავს მათ სრულად აღდგენას, ასევე დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს,” – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მის სრული რეაბილიტაცია აქამდე არ მომხდარა.