დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თებერვალს ქუთაისიდან
გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გელათში წასვლის მსურველებს ოთხი მიკროავტობუსი 08:00 საათიდან 15:00 საათამდე მოემსახურება. მგზავრების გადაყვანა ნახევარსაათიანი ინტერვალით ცენტრალური ბულვარის წინ, კოლონადებიდან მოხდება.
დავითობის დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით, 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში დასრულდება.