ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს ქუთაისში ყინულის მოედანი დაიწყებს ფუნქციონირებას.
მოედანზე დაზიანებული აგრეგატი ახალი დანადგარით ჩანაცვლდა.
სამონტაჟო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. “ტრემაქს ჯორჯია”-მ განახორციელა.
ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-მონტაჟისთვის, საცირკულაციო ტუმბოსა და ეთილენ გლიკოლის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 177 399 ლარი გამოიყო.
შეგახსენებთ, ქუთაისის ყინულის მოედანი რამდენიმე თვეა უფუნქციოდაა დარჩენილი.