ტყიბულში პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს

დაღუპული მეშახტის სანდრო ბუცხრიკიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ასევე, ტყიბულის მუნიციპალური თეატრის სცენაზე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო “სან-დრო” გაიმართა.

სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის მსახიობი იყო. თანამშრომლობდა ახმეტელის თეატრთან, როგორც სცენარისტი. სანდრო ბუცხრიკიძე მუშაობდა წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციაში. ჩართული იყო არაერთ პროექტში, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებდა. გატაცებული იყო სამთო ტურიზმით. ის ტყიბულში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. უფასო სასადილოდან მოხუცებისთვის სახლში საკვები მიჰქონდა. ბავშვებს ხალხურ საკრავზე დაკვრას ასწავლიდა.

5 თებერვალი ახალგაზრდა მსახიობის სანდრო ბუცხრიკიძის დაბადების დღეა.

გასული წლის 2 ივნისს ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა – 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე და 65 წლის რეზო ლომთაძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *