ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარის თვეში 55,895 მგზავრს მოემსახურა.

აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ით მეტია.

“ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 2019 წლის იანვარში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 188 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 86-%-ით მეტია,”- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალი ავიამიმართულება ემატება. ავიაკომპანია “ვიზეარი” ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენისა და ბარის მიმართულებით მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდით დაიწყებს ოპერირებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *