აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ქუთაისის ოფისში
კვლევის პრეზენტაცია -,,გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში” გაიმართა.
კვლევა შედგება სამი კომპონენტისაგან: საარჩევნო, ინსტიტუციური და პროგრამული კომპონენტები. კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: გენდერული თანასწორობა საქართველოში და საკანონმდებლო ჩარჩო, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, რანგირების შედეგები და ანალიზი.
კვლევისათვის შეირჩა ის ხუთი პარტია, რომელმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე მეტი მიიღო. ესპარტიებია: “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “პატრიოტთა ალიანსი” და “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”.
“ამ სახის რანგირების პრეზენტაციას უკვე მესამედ ვატარებთ. დღევანდელი კვლევა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების გენდერულ რანგირებას მოიცავდა. სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით ჩატარდა კვლევა. ეს არის საარჩევნო, ინსტიტუციური და პროგრამული კომპონენტები. თითოეულ მათგანში სხვადასხვა პარტია ლიდერობს. მაგალითად, საარჩევნო კომპონენტით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაცემი “ლეიბორისტულ პარტიას” აქვს. შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში მდგომარეობა არ იცვლება. რეკომედაცია, რაც შეიძლება კვლევის შემდეგ გაიცეს არის ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჩატარდა კვლევები, პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს, რომ ქალთა წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ იყოს გაზრდილი,”-განაცხადა დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა.