ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევისას, მამაკაცი სავარაუდოდ
გულის შეტევით გარდაიცვალა. მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი ნერვიულობის ნიადაგზე, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზა.