ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” ქალაქის მასშტაბით დიოდური სანათების მონტაჟს აგრძელებს.
სამუშაოები ლ. მესხიშვილის მე-2 და მე-4 შესახვევებში, ლ. მესხიშვილის მე-4 ჩიხში, ნაფეტვარიძის ქუჩაზე, მესხის მე-2 შესახვევში, ასევე მესხის მე-2 და მე-4 ჩიხებში განხორციელდა.
ძველი 150 ვატიანი ნათურები ე.წ. LED ტიპის 90 ვატიანი სანათებით შეიცვალა.
ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისის” მიერ მიმდინარე წელს ჯამში 4000 ცალი ნათურის შეცვლა მოხდება, რაც ელექტრო ენერგიის ნაკლებ დანახარჯს გამოიწვევს.