სასწავლო კოლეჯი “კონსტრუქტ 2” პირველ ნაკადს მიიღებს.
11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600 – მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით დიპლომირებული შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს ყოველწლიურად.
“კონსტრუქტ 2” დეველოპერული კომპანია “მ²”ქონების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერების, ასევე სამშენებლო სფეროს განვითარების კუთხით. პროექტის ფარგლებში დადაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა – დანადგარებით.
სამშენებლო კოლეჯი ზესტაფონში 2018 წლის ნოემბერში გაიხსნა.