ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებული
ქუთაისის ქალთა კლუბის ორგანიზებით მორიგი ღონისძიება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. კლუბმა გასული წლის პოზიტიური ამბები და წარმატებული ქალბატონები არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნო. “პოზიტივის დღე” ქალთა კლუბის ოთხწლიანი ტრადიციაა.
” “პოზიტივის დღე” ბოლო ოთხი წელია იანვრის თვეში იმართება. ეს ღონისძიება 2018 წელს ქალთა კლუბის წევრების განსაკუთრებულ მიღწევებს ეძღვნება. მიხარია, რომ ყოველ წელს გვაყავს ნომინანტები ძალიან წარმატებული ქალბატონები. ვფიქრობ, არა მხოლოდ კლუბმა, ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს კლუბის წევრების წარმატებების შესახებ”,- განაცხადა ასოციაცია” ქალების რეგიონების განვითარებისათვის” პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.
ამჯერად საზოგადოებამ ქალთა კლუბის რამდენიმე წევრის: ლელა კიკნაველიძის, მაია კეზევაძის, სოფიო ბაძგარაძის, მირანდა ლომიძის, ნონა ქარციძის, ნუგეშა გაგნიძის,ნინო დოღონაძის გასული წლის მანძილზე მიღწეულ განსაკუთრებულ წარმატებებების შესახებ შეიტყვეს.
“მქონდა წარმატება იმ მხრივ, რომ სამეცნიერო კუთხით დავიცავი სამეცნიერო დისერტაცია დიზაინისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. ჩათვალეს, რომ ეს გარკვეული წარმატებაა ქალთა განვითარების მხრივ”,- განაცხადა კლუბის წევრმა ლელა კიკნაველიძემ.
2019 წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს ეძღვნება და კლუბი ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას გამართავს. 2019 წლის პოზიტიური ამბების შეჯამება კი ტრადიციულად წლის ბოლოს გაიმართება.