ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლას ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა და ხელოვანი ნატუკა ვაწაძე ესტუმრებიან. image= ისინი ხელოვნების სფეროში მიმდინარე პროცესებს შეაფასებენ და იმსჯელებენ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ხელოვანი.
“ახალგაზრდულ ცენტრში ხშირად გვყავს სტუმრები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს აქტიურად ავითარებენ ჩვენს თანამედროვეობაში. ლალი პერტენავას ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებისთვის. მისი ხედვა, აქცენტები თანამედროვე ხელოვნების ტენდენციების გაზიარება კიდევ უფრო მეტად საინტერესოს გახდის მათთვის სახვით ხელოვნებას. ყველას, ვისაც უყვარს ხელოვნება შეუძლია მოუსმინოს ლალი პერტენავას და ნატუკა ვაწაძეს. ისინი ერთ-ერთ საინტერესო წარმომადგენელნი არიან თანამედროვე ქართული ხელოვნების,”-ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.
შეხვედრა ახალგაზრდული ცენტრის შენობაში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.