26 იანვარს, წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტზე აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა.
შემთხვევა თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამოთბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. სხეულის დაზიანება მიიღო ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.
,,სოკარ ჯორჯია გაზის” წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ ბალანჩივაძის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტზე გამოძახება დღეს დილის 09:30 საათზე მოხდა. მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს იქნა შემოწმებული, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის მეპატრონეს მიეცა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.
მომხდარზე დაიწყო საგამომძიებლო მოქმედებები.