ქუთაისში მხედველობის პრობლემის მქონე მოქალაქეებს
მერია გამცილებლებით უზრუნველყოფს. პროექტი საპილოტეა და ერთი წელი გაგრძელდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტეგრაციის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უსინათლოთა კავშირის წარმოდგენილი პროექტი, რომელიც უსინათლოებისთვის გამცილებლის მომსახურების ანაზღაურებას ითვალისწინებს, ქუთაისის მერიამ დააფინანსა.
“ეს არის ერთწლიანი პროექტი, საპილოტე პროგრამა. ამ კუთხით პირველად ვიწყებთ თანამშრომლობას უსინათლოთა კავშირთან. როცა ამ ადამიანებს სჭირდებათ თუნდაც საჯარო დაწესებულებამდე მისვლა და გადაადგილება არ შეუძლიათ, ჩვენ დავფარავთ მათი გამცილებლის შრომის საფასურს. ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროება არის მნიშვნელოვანი და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მათზე ორიენტირებული პროგრამები შევქმნათ”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
წყარო: ქუთაისის მუნიცპალიტეტის მერია.