ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში
შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა დღეს, 25 იანვარს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შვილი მამის კვლელობას აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.