თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშენდება.
თერჯოლის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 238 299 ლარია. წინადადებების მიღება 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღით არის განსაზღვრული.