“სოკარ ჯორჯია გაზის” თანამშრომლები ქუთაისში

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც კომპანიის იმერეთის რეგიონის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ალექსანდრე გაბრიჭიძემ განაცხადა, გამოძახების შემდეგ აბობენეტებთან შესაწმომებლად მიდიან, თუმცა პრობლემას ხშირ შემთხევაში წარმოადგენს მოქალაქეების მიერ სახლში თვითნებურად დამონტაჟებული მოწყობილობები, რომლებსაც გაზის კომპანია ვერ აკონტროლებს. ალექსანდრე გაბრიჭიძე ამბობს, რომ კომპანია შემოწმებას, გარდა გამოძახებებისა, წელიწადში ერთხელ ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენელი გარე გამრიცხველიანებისა და დეტექტორების დამონტაჟების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც გაზის გაჟონვას სწრაფად ამოიცნობს.

“გარე გამრიცხველიანების პროექტი მუშაობს გვანცელაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ფოლკლორის სასახლის უკან მთლიანი დასახლება. მთლიანად გამოტანილია მრიცხველები გორას დასახლებაში, ბუხაიძის ქუჩაზე და საფიჩხიის ნაწილში. კიდევ სხვადასხვა ბინებიდანაც, მაგრამ ჯერ პროექტი დასრულებული არაა. დაახლოებით წელს 5 ათასი აბონენტის გაზის მრიცხველის გამოტანა მოხერხდება. თუ შესაძლებლობა იქნება, შესაძლოა, მეტიც გაკეთდეს. რაც შეეხება დეტექტორებს, ზოგადად არსებობს დეტექტორი, რომელსაც მეთანოდეტექტორი ეწოდება. არსებობს CO-ს დეტექტორი და კომბინირებული. არის მოწყობილობა, რომელიც გაჟონვის შემთხვევაში ხმოვან სიგნალს გვაძლევს და პარალელურად ჩაკეტავს ხელსაწყოს და წყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას”,- განაცხადა ალექსანდრე გაბრიჭიძემ.

მოწყობილობების სწორად დამონტაჟებასთან ერთად თავის დაცვის ერთ- ერთი საშუალება ოთახის განიავებაა, ასევე ცხელ ხაზზე დარეკვა და სპეციალისტების დროული გამოძახებაა. 

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად  რამდენიმე თვის წინ ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე მამაკაცი დაშავდა.

ბუნებრივი აირის მილების საცხოვრებელ სახლებში სწორად დამონტაჟებისა და უსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც თბილისში , დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.

არსებული სტატიკური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 2016 წელს CO-თი ინტოქსიკაციის 125 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვა 29. 2017 წელს მოიწამლა 62 ადამიანი და გარდაიცვალა – 30.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *