ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის

კურთხევა გაიმართა. ტაძარი ორ სართულიანია. პირველი სართული წმინდა ბაგრატ მესამის სახელობისაა, ხოლო მეორე – წმინდა დავით აღმაშენებლის. ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა 2017 წლის ნომებერში დაიწყო. არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილია. მისი აშენების იდეა კი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.

ტაძრის ასაშენებლად, ცენტრალურ მოედანზე (“მაკდონალდსის” უკან), 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეიძლება გამოგრჩათ