ქუთაისის მერია მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს.

 

იანვრის თვიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული ფორმით მიმართონ სოციალურ სამსახურს. ამისათვის მათ მერიის ოფიციალური ვებ გვერდი უნდა გამოიყენონ (www.kutaisi.gov.ge).

რაც შეეხება ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ელექტრონულ სისტემას, რომელიც ასევე პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ის სატესტო რეჟიმში თებერვლიდან ამუშავდება.

გარდა ამისა, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის ამაღლებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ქუთაისს გადაეცა სამხრე კამერები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთათვის და ვიდეო კამერები – სოციალური სამსახურის შენობის აღჭურვისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *