ქუთაისში მდინარე ოღასკურას დასუფთავება განახლდა.
დასუფთავების აქცია ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარებავას ქუჩიდან მდინარე ოღასკურას სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით დაიწყო. სამუშაოებს ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” აწარმოებს.
“სამუშაო პროცესში ჩართულია მეეზოვეები, ღვარსადენის სამსახურის მუშა–ხელი და სპეც–ტექნიკაც. იწმინდება მდინარის 1500 მეტრიანი სანაპირო ზოლი. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ძირს დაყრილი საყოფაცხოვრებო და ინერტული მასალების ტერიტორიიდან გატანა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხშირად მოსახლეობის მხრიდან ხდება მოწესრიგებული გარემოს სპონტანურ ნაგავსაყრელად გადაქცევა,”-აცხადებენ სპეციალურ სერვისებში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ოქტომბერში მოსულმა უხვმა ნალექმა, წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა და ახლოს მდებარე ბინების, საბავშვო ბაღისა და სკოლის ტერიტორიები დატბორა.