ხონის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.
თვითმმართველობა მოსახლეობას, დაგეგმილი საწვრთნელი სროლების გამო, გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.
“იანვრის თვეში, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის დისლოკაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საწვრთნელი სროლები. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისას, გთხოვთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე,”-აცხადებენ ხონის მერიაში.