სამტრედიაში, იანეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, თუმცა ხის სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ განაცხადა, დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება გაეწევა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.