ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი ფილიალის
გაძარცვა სცადეს. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ექსპრეს ფილიაში, გამთენიისას მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს.
მომხდარზე გამოძიება 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალი გასული წლის ნომებერშიც დააყაჩაღეს. მაშინ დამნაშავემ ერთი მოქალაქე დაჭრა.