ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ “მადლიერების სახლში” ახალი სამზარეულო დამონტაჟდა.
სამზარეულო მერიამ ქართულ-გერმარული ცენტრისაგან მიიღო.
“გვაქვს ახალი სამზარეულო, რომელიც ქართულ-გერმანული ცენტრის დახმარებით, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, მიიღო ქუთაისის მერიამ და შემდეგ გადაეცა “მადლიერების სახლს”. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ-გერმანულ ცენტრს აღნიშნული თანამშრომლობისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იმისთვის, რომ პროცესები სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს და ყველა წესი დაცული იყოს. ნებისმიერი პრეტენზიის თუ შეკითხვის შემთხვევაში ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას,”- განაცხადა ქუთაისის ვივე-მერმა ნინო თვალთვაძემ.
“მადლიერების სახლში” საკვები ყოველდღიურად 800 ბენეფიციარისთვის მზადდება.
ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარები სანიტარული ნორმების დაცვით მომზადებულ საკვებს ითხოვენ