იმერეთის გუბერნატორი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ ინფორმაციას იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებს პირადად
მიაწოდებს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით, შავლეგო ტაბატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის 25–მდე სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა.
“პირველ ეტაპზე, სოფლის მცხოვრებლებმა პრობლემად სასმელი წყლის სისტემისა და გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, სკოლამდელი დაწესებულებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა–რეაბილიტაცია დაასახელეს. რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დასრულების შემდეგ, შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება ყველა პრიორიტეტი და ეტაპობრივად მოხდება მათი ასახვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში,”-აცახდებენ გუბერნიაში.
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონის 554-ვე სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ჭიათურის შემდეგ, გუბერნატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამის თანახმად, უშუალოდ მოსახლეობა ირჩევს რა უნდა გაკეთდეს მის დასახლებაში.