თერჯოლაში დაცვის პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც რადიო “ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი, შემთხვევა 5 იანვრის ღამეს მაშინ მოხდა, როდესაც დაცვის პოლიციის ჯგუფი შემოვლაზე იყოფებოდა. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონესა და სავარაუდო დამნაშავეს შორის დაპირისპირების შემდეგ, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო.
ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის დაკავება ჯერჯერობით ამ მომხდარა, თუმცა მისი ვინაობა ცნობილია და მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.