ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას დამატებითი ფლიგელები უშენდება.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ბაგა-ბაღებში ჯგუფების რაოდენობას გაზრდის. ფლიგელები მე-15 და 33-ე საბავშვო ბაღებს დაემატება.
“ჩვენთვის პრიორიტეტი მუდამ იყო და რჩება მომავალი თაობა. ბაღების გაფართოება უბნების მიხედვით კონტიგენტის ზრდამ გამოიწვია. შენობის ფართები კი საკმარისი არ იყო. ორივე ბაღს მაღალი სტანდარტის ორ-ორ ჯგუფიანი კორპუსი მიუშენდება”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მე-15 და 33-ე საბავშვო ბაღებში მშენებლობებს კომპანია „TU-KA” აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 471 000 ლარი დაიხარჯება.