ხონის მუნიციპალიტეტში უსახური შენობების აღრიცხვა მიმდინარეობს.
იგეგმება სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ისეთი შენობების დემონტაჟი, რომლებიც არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულ შენობების ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოებას.
ქალაქის ტერიტორიაზე, ტურისტული ობიექტებისა და საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებული უსახური შენობა-ნაგებობები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ დაათვალიერა.