საქართველოში 2018 წელს შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8.7 მილიონი შეადგინა.

2018 წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა. ზრდა 2017 წელთან შედარებით +9.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,756,820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.9%)

 

2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.

საერთაშორისო კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით საქართველომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. ევროპაშიკი მეორე ადგილზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *