შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი მარტიდან იურიდიულ ძალას

კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

 

ასევე, ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.

მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ლ მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1-ლ მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *