ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახლ-მუზეუმში
აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც მუზეუმის ყველა ოთახს, ასევე გარეთა ფასადს. მსახიობის მშობლიურ ეზოში კი, იქ სადაც ადრე სათავსო იდგა ბუხრით, ახალი დამხმარე ნაგებობა აშენდა ისე რომ საგვარეულო ბუხარი უცვლელად დარჩა.
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “კოლხა 2014” ასრულებდა. სამუშაოებისათვის ზესტაფონის მერიას 46 790 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოაცხადებული.