დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სათაფლია აცალ ტურისტულ სეზონს

განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. მათივე განმარტებით, პანორამული გადასახედი ნოემბრის ბოლოს ძლიერმა ქარმა დააზიანა და დაიკეტა ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

“რაც შეეხება სხვა ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას, იგეგმება მათი მოწესრიგება და ახალ ტურისტულ სეზონს სათაფლია სრულიად მომზადებული, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიური ტურისტული სეზონის დროს, ვიზიტორთა ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაიწყებოდა,”-აცხადებენ სააგენტოში.

ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდგომაც დაიწყება პროექტის განხორციელება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *