გენდერული თანასწორობის საბჭო საზოგადოებას ახალ წელს
გენდერულად მგრძნობიარე მესიჯებით ულოცავს. მისალოცი პოსტერები სოციალურ ქსელში საბჭოს წევრებმა გაავრცელეს.
“გილოცავთ ახალ 2019 წელს. ვისურვებდი ეს წელი იყოს მეტი შესაძლებლობის მომცემი თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით, ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური მიზანი გახლავთ მუნიციპალურ დონეზე მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქალებს იყვნენ აქტიურები და ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასევე, ვისურვებდი კიდევ უფრო მეტად ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯები გადაგვედგას ამ მიმართულებით.” – ამბობს ირაკლი შენგელია, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.
გენდერული თანასწორობის საბჭო ხელს უწყობს გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვა – დამტკიცებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.
გენდერული თანასწორობის საბჭომ ივნისის თვეში შეიმუშავა 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. 2018- 2019 წლის პრიორიტეტული თემებია: გენდერული საბჭოს კომპეტენციის გაზრდა,გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირების ხელშეწყობა, ადგილობრივებში გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ზრდა.