კომპანია მ2 გააგრძელებს აუტისტური სპექტრის
მქონე ბავშვების თანადაფინანსებას ქუთაისში 100 000 ლარის ოდენობით. – ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე ავრცელებს. როგორც ის სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე წერს, ეს იმას ნიშნავს,რომ 90 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, 2019 წელს თერაპია სრულად დაუფინანსებდა.
“ცოტა ხნის წინ კომპანია მ2 დაგვიდასტურა, რომ გააგრძელებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თანადაფინანსებას ქუთაისში 100 000 ლარის ოდენობით! ეს იმას ნიშნავს,რომ 90 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, 2019 წელს თერაპია სრულად დაუფინანსებდა. კიდევ რამდენიმე ბავშვი გვრჩება და საჯაროდ ვდებ პირობას, რომ მათაც 2019 წლის განმავლობაში დავეხმარებით. შარშან ამ დროს გულწრფელად ვთვლიდი, რომ 2019 წლისთვის თუ 300 000 ლარს გავითვალისწინებდით ბიუჯეტში, სრულად დავფარავდით მომლოდინეთა სიაში მყოფ პირებს.მაგრამ სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა იმ საოცრად მზარდი ტენდენციის გათვლა, რომელთანაც გვაქვს საქმე. ჩემთვის ახალი წელი მოვიდა უკვე და ალბათ მოვიდა ყველა იმ დედისთვის და მამისთვის, რომელიც ასე ელოდა ამ პასუხს, იმ მშობლებისთვის,რომლებმაც ჩვენამდე სანამ მოვიდნენ ძალიან ბევრ რამეს გაუძლეს, დეპრესიას, ბრალდებებს, დამნაშავის ძიებას, იმედგაცრუებას, მაგრამ მაინც, მოიკრიბეს ძალები და თხოვნით, ითხოვეს, მათი საოცარი შვილებისთვის მიგვეცა საშუალება ესწავლათ ლაპარაკი, ემოციის გამოხატვა, ყველაფერი ის რაც ასე აუცილებელია მათი უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის! ყველა ჩემი დაპირება რჩება ძალაში, მშობლების გაერთიანების შექმნა იქნება ეს თუ ყოველთვის თქვენს გვერდით დგომა! და ბოლოს, მეც მინდა შევუერთდე 29 დეკემბერს საქველმოქმედო აქციას. მიუხედავად იმისა, რომ დავეხმარეთ ორგანიზაცია ღია სახლს, მათ ბევრი საჭიროება დარჩათ დასაფინანსებელი, ასევე სუბიექტურად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ ერთად ვისაუბროთ, გავატაროთ დრო ბავშვებთან და გავიგოთ უფრო მეტი აუტიზმის შესახებ!გილოცავთ შობა-ახალ წელს!”- წერს ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე.