ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობა დაიწყო. მერიამ მოვაჭრეებს საახალწლო აქსესუარების გაყიდვის ნებართვა შპს “ფარის” მიმდებარედ
და ჭავჭავძის ქუჩაზე, ავტოსადგურის უკან არსებულ ტერიტორიებზე დართო.
მოქალაქეებს საახალწლო აქსესუარების შეძენა 50 თეთრიდან შეუძლიათ. როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, მოთხოვნა იაფიან და საშუალოფასიან საახალწლო აქსესუარებზე აქვთ. მათივე განმარტებით, პიროტექნიკისა და საახალწლო ნივთების თვითღირებულება გაორმაგებულია.
“შარშანდელთან შედარებით, წელს მოთხოვნა არ გვაქვს. ყველაზე მეტად 50-თეთრიან სათამაშოებს ყიდულობენ. ნასესხები ფულით მაქვს შეძენილი პროდუქცია. გაორმაგებულია პიროტექნიკის ფასებიც. ნეტავ, არ მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის,”-ამბობენ გარემოვაჭრეები.
საახალწლო გარევაჭრობა ქუთაისში ნებადართული 14 იანვრის ჩათვლით იქნება.