“თაობათა დიალოგი” ტრადიციულ ღონისძიებას “ის მაინც არსებობს” წელსაც მოაწყობს.
RICDOG ყოველი წლის 31 დეკემბრის ღამის 00:00 საათიდან, თოვლის ბაბუასთან ერთად, წინასწარ შერჩეულ ოჯახს სტუმრობს, სასაჩუქრე ნობათით, ბავშვებისთვის საჭირო ნივთებით, სათამაშოებითა და საკვები პროდუქტებით.
ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მარტოხელა მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა.
29 დეკემბრამდე ორგანიზაციის მოხალისეები ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ და ქალაქში ყიდიან საახალწლო ხელნაკეთ ნივთებს, დადიან ფერადი ყუთით, აწყობენ ფილმის ჩვენებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს თანხების შესაგროვებლად. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სპონსორებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ემიგრანტებთან თუ პიროვნებებთან, ვისაც სურვილი აქვთ იყვნენ ჩართული საახალწლოდ რაც შეიძლება მეტი ოჯახის გასახარებლად. 29 დეკემბერს, ღონისძიების შემდეგ, ჯამდება ბიუჯეტი და ოჯახებზე თანაბრად ნაწილდება.
ორგანიზაცია 7 წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ოჯახს ესტუმრა და 100–ზე მეტ ბავშვს წინასაახალწლო სურვილები აუსრულა.