საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი.
აღნიშნულის შესახებ საუბარია 2018 წლის ანგარიშში.
“2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. შედარებისთვის, 2017 წელს გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი,”-წერია ანგარიშში.
მათივე ინფორმაციით, პროფკავშირების საქმიანობის არეალში მხოლოდ ამ წლის განმავლობაში 99 400 ადამიანი მოექცა, მათ მიერ მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 63,2 მილიონი ლარი – გაზრდილი ხელფასების, იძულებითი მოცდენის, კომპენსაციების და სხვა სიკეთეების სახით.