ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ თვითმმართველობის წარმომადგენლები დახმარებას დაჰპირდნენ და ელექტროენერგიის დავალიანებას გადაუხდიან.
“შემპირდნენ და სახლში იმედით გამომიშვეს, რომ მერია გადაგიხდის თანხასო. მოგიტანენ წაღებულ მრიცხველს და პრობლემას მოგიგვარებთო. ჯერ-ჯერობით ველოდებით,”-აცხადებს ირანდა ნემსიწვერიძე. მისივე თქმით, სმს შეტყობინება მიიღო, სადაც წერია, რომ მრიცხეველი ტექნიკური შემოწმების მიზნით იყო მოხსნილი, თუმცა, როგორც ნემსიწვერიძე ამბობს, ადგილზე მისული იყო”ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ მრიცხველს თანხის გადახდის შემდეგ დაუბრუნებდა.
როგორც სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, მათ თვითმმართველობის წარმომადგენელს შენობაში არსებული სხვა პრობლემებიც შეახსენეს, თუმცა, ხელისუფლებისაგან მათი მოგვარების შესახებ არანაირი დაპირება მიუღიათ.