საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველოქმედო
საღამო გაიმართა ქუთაისში, ტურიზმის ცენტრში.
საღამოზე მოყვარული ფოტოგრაფების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ.
საქველმოქმედო საღამოს სოფო ბობოხიძის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება ქუთაისის საკრებულოს ორგანიზებით მოეწყო.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სახელობის საქველმოქმედო აქცია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით დვალის ინიციატივით დაარსდა.