წყალტუბოში საახალწლო სამზადისი დაიწყო. საახალწლო ქალაქი წყალტუბოელებს და ქალაქის სტუმრებს
22 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს. წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებებით მოირთვება ქალაქის შემოსასვლელი, ცენტრალური პარკი და საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის”” მიმდებარე ტერიტორია.
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია დაგეგმილია 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. ასევე, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით;
28 დეკემბერს, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” ფოლკლორულ ანსამბლ ,,ნადურისა”” და ფინეთიდან მოწვეული მომღერლის ლუიზა ომაროვას ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი ჩატარდება;
1-ლ იანვარს, 13:00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” ა(ა)იპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან”” არსებული წრეების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ,,საახალწლო ზღაპარი”;
2 იანვარს, 13:00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” გაიმართება სტუდია “ცისარტყელა” საესტრადო კონცერტი;
3 იანვარს, 17:00საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” სტუდია “ცისარტყელა” წარმოადგენს სპექტაკლს- “წუნა და წრუწუნა”;
9 იანვარს, 18.00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” ნიღბების თეატრი წარმოადგენს ,,საახალწლო ზღაპარს”;
ძველით ახალ წელს, 14 იანვარს, 17:00 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება საზეიმო კონცერტი.
საახალწლო საჩუქრები დაურიგდებათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს, საჩუქრების შესაძენად 2018 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 12000 ლარი არის გამოყოფილი.