ქუთაისში სტუდენტებმა ძაღლს სახლი გაუკეთეს.
ცუგასთავის ქოხის აშენების იდეა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ეკუთვნის, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს. სამაგიეროდ მისი იდეა რეალობად არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა აქციეს.
“არ ვიცოდით როგორი გაგვეკეთებინა. ერთმა ხერხი ჩამოიტანა, მეორემ ფიცრები. სახურავის მასალა ვინაც მოიფიქრა იმან მოგვაწოდა, ლურსმნებიც. ასეთი სახლი გავაკეთეთ საბოლოოდ”.- ამბობენ სტუდენტები.
ცუგას ქოხი თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. იქ, სადაც ყველაზე ხშირად იმყოფება. მის გამოკვებაზე სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები ზრუნავენ. გამოკვებასთან და სახლის მოწყობასთან ერთად ახალგაზრდებმა ცუგას საახალწლო განწყობაზეც იზრუნეს.