ქუთაისის მერია ქალაქის მწვანე საფარის მოვლა-პატრონობაზე
ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი” ვალდებულია განახორციელოს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია. საგანგებო სიტუაციების დროს ვალდებულია 24 საათიან რეჟიმში ჰყავდეს მობილიზებული მუშა ჯგუფი, 9:00 საათისათვის და 18:00 საათისთვის უზრუნველყოს სკვერების დალაგება და ასევე დღის განმავლობაში პერიოდულად სკვერების ტერიტორიის დასუფთავება ნარჩენებისაგან.
50 სკვერის მოვლა-პატრონობისათვის 797 ათას 777 ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადებების მირება 22 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება.
იმ ადგილების ჩამონათვალი, რომლის მოვლა პატრონობა ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ასეთია: ცენტრალური და კიკვიძის ბაღი, ხარაზოვის ბაღი, ნინოშვილის ბაღი, სკვერი გრიშაშვილის ქუჩის მიმდებარედ (ყოფილი ბოგდანოვის სახ.სკვერი), დ.აღმაშენებლის გამზირის შუა ზოლი (ნაკვეთი N1), დ.აღმაშენებლის გამზირის შუა ზოლი (ნაკვეთი N10), ზ.კუხიანიძის სახ.სკვერი, სკვერი რუსთაველის გამზ.N8-ის დასავლეთით მიწისქვეშა გადასასვლელთან, სკვერი პრესის სახლთან,რუსთაველის გამზ.N37, მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სკვერი რუსთაველის მე-8 ჩიხი N1, სკვერი მერიის შენობის ჩრდილო-დასავლეთით,რუსთაველის გამზ. N3, ლ.მესხიშვილის სახ. დრამატული, თეატრის სამხრეთ აღმოსავლეთით(აღმაშენებლის N1,ფალიაშვილის37,გელათის N1,თეატრის გვერდზე ნაკვეთი N2), სკვერი ზ. გამსახურდიას და გამარჯვების ქუჩის N1/2 სახლის ჩრდილო დასავლეთით ზ. გამსახურდიას და გამარჯვების გადაკვეთაზე, სკვერი ზ.გამსახურდიას ქუჩა და ჟ. შარტავას ქუჩის გადაკვეთაზე, მეობის სკვერი, ნიკოლაძის სახ.სკვერი, სკვერი ცისფერყანწელთა ქუჩა N6, სკვერი ზ.გამსახურდიას და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთაზე (ი.ჭავჭავაძის ძეგლთან), მუსიკალური სკოლის წინ,ჭავჭავაძის გამზირი N58, ჭავჭავაძის გამზირი N46ა სახლის ირგვლივ, ი.აბაშიძის გამზირი მარჯვენა მხარეს მდებარე სკვერი სკვერი კოსტავას ქუჩაზე (კლდიაშვილის სახ.სკვერი), ფოლკლორის სასახლის ირგვლივ. გმირთა მემორიალი, სკვერი ავტომშენებლის ქუჩა ყოფილი ავტოქარხნის კლუბის ჩრდილოეთით გზის მეორე მხარეს, სკვერი ი. ჭავჭავაძის გამზირი N9ბ სახლის ჩრდილოეთით ი. ჭავჭავაძის გამზირი N11 სახლის დასავლეთით ი. ჭავჭავაძის N13 სახლის, სკვერი ი. ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი ტყავფეხსაცმელების კომბინატის სამხრეთით, სკვერი ბუხაიძის ქ. N6, სკვერი თ. მეფის N4 და N8 სახლებს შორის ნ.ნიკოლაძის ძეგლის წინ, სკვერი რუსთაველის გამზ. N116-118 სახლების სამხრეთით. (ხარისხის სახლთან), სკვერი,რუსთაველის გამზირი N106(ყოფილი კ/თ “გამარჯვება”)და ჯავახიშვილის ქ N2 ბინას შორის, სკვერი ნიუპორტისა და გაპონოვის ქუჩების გადაკვეთაზე. ნიუპორტის ქ.N24 სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე N51 სახლის ჩრდილო აღმოსავლეთით. სკვერი და გაზონი ირ.აბაშიძის გამზირი N10 სახლის წინ სკვერი მე-12 საჯარო სკოლის აღმოსავლეთით მანდარიას ქუჩაზე. სკვერი კოსტავას ქუჩა 1 ჩიხი N3 სახლის მიმდებარედ სკვერი ჯავახიშვილის ქ. N73 სახლის ჩრდილოეთით, სკვერი დ.აღმაშენებლის გამზირი N4 სახლის აღმოსავლეთით. უსაფრთოების კუნძულები – კუნძულები 9 აპრილის ქ. და ირ.აბაშიძის გამზირის კვეთაზე დავით და კონსტანტინეს ქ.N13-ის მიმდებარედ სკვერი, ირ.აბაშიძის ქ.N6 სახლის სამხრეთით, სკვერი დავით და კონსტანტინეს N15 მიმდებარედ სკვერი ახალგაზრდობის გამზირი N98 შენობის ჩრდილოეთით (სპორტის სასახლის ირგვლივ) , სკვერი ჭავჭავაძის გამზირი N46ა და N48 ბინების მიმდებარედ. ნიკეას ქუჩის შუა ზოლი, გაზონი აღმაშენებლის ძეგლის ირგვლივ, ქორქიას სახელობის სკვერი, სკვერი რუსთაველის გამზირისა და გრიშაშვილის ქ. შორის ყოფილი კ/თ ,,ქრონიკა” დასავლეთით.