ქუთაისის მერია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების

 

დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი საუკეთესოდ დასახელდა. ინფორმაციას ქუთაისის მერი ავრცელებს. მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), პროექტის – “ეფექტიანობის და განვითარების ქსელი” (N4ED) – ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა.

წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი – ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტებს აფასებდა.

2017-2018 საკონკურსო წლისთვის შერჩეული თემები გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და სამოქალაქო ჩართულობა იყო.

კონკურსში 24 მუნიციპალიტეტი 35 პროექტით მონაწილეობდა.

კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს გაიმართება, სადაც ქუთაისის მერიას შესაბამისი ჯილდოს გადაეცემენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *