ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობდა საფეხმავლო ბილიკებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა სამუშაოები და შესაბამისად ადგილზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
,,დუმბაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობდა წყალგაყვანილობის სამუშაოები. გამოიცვალა ძველი წყლის მილები. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები. დაიწყო ასფალტის საფარის დაგება, რომელიც მალევე დასრულდება და გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
გზის რეაბილიტაციას კომპანია ,,დაგი+” ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლ ლარამდეა.